Monday, July 11, 2016

პროექტი ,,ჩემი საყვარელი ზღაპარი" –პროექტის პორტფოლიო

როექტებითსწავლებადამეხმარებასასწავლოპროცესისუფროეფექტურადწარმართვაშიდამოსწავლეთასაჭიროებებისგამოვლენაში. მოსწავლეებიისწავლიანცხოვრებისეულრეალობასთანპრობლემებისგამოკვეთასდახელიშეეწყობაისეთიუნარებისგანვითარებას, როგორიცააგაანალიზების, შეფასების, სინთეზის, 21-ესაუკუნისუნარების. პროექტიგაზრდისმათმოტივაციას, ჩართულობას, მოსწავლეებიისწავლიანდაკვირვებას, დასკვნებისგამოტანას. განსაკუთრებითკმაყოფილივარრომგავერკვიეშეფასებისმოეთოდებსადაინსტრუმენტებში. ესინსტრუმენტებიდამეხმარებაზუსტადმოვარგოსაჭიროაქტივობებიპროცესებს. გავერკვიეპროექტისმიმდევრობაშიდასპეციფიკაში

Sunday, July 10, 2016

                                                             რეფლექსია


  დღეს ვისაუბრეთ ფასილიკაციაზე.ეს დამეხმარება რომ სწორად შევარჩიო მოსწავლის ნამუშევრები.ასევე შევაჯამეთ შეფასების სტრატეგიები,ვიმსჯელეთ კვლევის ცხრილის შედგენა და დასკვნის გამოტანაზე კვლევის შედეგებისა.ასევე ყურადღება გავამახვილეთ არაქართულენოვანი  მოსწავლის ჯგუფში ყოფნისას დავალებების შერჩევა-განაწილებაზე.
  ყოველივე ზემოთ აღნიშნული დამეხმარება პრეზენტაციის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში.
 
აღნიშნულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება მომავალ სასწავლო წელს დავგეგმო პეზენტაცია და მივაღწიო დასახულ მიზანს.გამოვიყენო ყველა ის ხერხი და რესურსი რომელის მართვაც შევისწავლეთ ამ პერიოდის განმავლობაში.

Friday, July 8, 2016

                                                          რეფლექსია



    ვიმსჯელეთ შეფასების ფორმებზე. შეფასების სხვადასხვა მეთოდი და ინსტრუმენტი დამეხმარება პროექტის პროცესის ეფექტურად წარმართვაში,არასწორი შეხედულებების კორექტირებაში,აქტივობების ობიექტურად შერჩევაში,შეფასებასა და თვითშეფასებაში.
   მოსწავლეებს  შეფასების რუბრიკა დაეხმარებათ გაიაზრონ თუ რას უნდა პასუხობდეს ესა თუ ის კონკრეტული ნაშრომი.როგორ გამოკვეთონ პრობლემა და რაზე გაამახვილონ ყურადღება.

Wednesday, July 6, 2016

               დღეს ვიმსჯელეთ მოსწავლის ნაშრომებზე.


               მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები დამეხმარება სწორი მიმართულება მივცე პროექტის მსვლელობას.ეფექტური იქნება ისეთი პროექტი,სადაც შესაძლებელია განუვითარო მოსწავლეებს ისეთი უნარები,როგორიცაა :სინთეზი,ანალიზი და შეფასება.

Monday, July 4, 2016

       დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ კოლეგების უკუკავშირის ფორმებსა და მეთოდებზე.
       გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენს მიერ დაწერილი პროექტები.გავითვალისწინეთ ამ პროექტებში დადებითი და რჩევის მისაცემი ფაქტორები,იყო თუ არა პროექტი სრულყოფილად საჭირო კრიტერიუმების მიხედვით წარდგენილი.
      მივეცით ერთმანეთს რჩევები და ჩემი აზრით,უკუკავშირი ეხმარება არამარტო იმას ვინც აძლევს უკუკავშირს,არამედ პროექტის ავტორსაც.
      უკუკავშირის დროს შეგვიძლია დავინახოთ პოზიტიური და ნეგატიური მხარეები.
      ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე,რასაც გავითვალისწინებ შემდგომში, რათა არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლება. დავინახე აგრეთვე,რომ აზრთა გაზიარებისა და ერთმანეთზე რჩევების მიცემისას მორგებულად გამოვიყენო საკომუნიკაციო საშუალებები,რაც მომცემს დროის დაზოგვის საშუალებას.

Friday, July 1, 2016

ჩატარებულმა ტრენინგმა საშუალება მომცა გავრკვეულიყავი პროექტის არსში,შინაარსსა და სწორად წარმართვაში.
 


      მოსწავლის განვითარების პროგრესისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესის სწორი შეფასება.
      ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე.პროექტის განმავლობაში გამოიყენება შესაბამისი ინსტრუმენტები: პროექტის დაწყებამდე,მსვლელობა და პროექტის ბოლო.
აღნიშნული ინსტრუმენტები დამეხმარება დასაწყისშივე განვსაზღვრო მოსწავლის წინარე ცოდნა და საჭიროებები.მსვლელობისას მათი თვითრეგულირება და როგორ გავუზარდო მოტივაცია.პროექტის დასასრულს კი მოვახდენ მათი ცოდნის დემონსტრირებას.